პროექტის მენეჯერი

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

განათლება: ბაკალავრი ინჟინერიაში;
გამოცდილება: 5 წელზე მეტი გამოცდილება წარმატებულ პროექტ მენეჯმენტში (მათ შორის
MEP);
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: g.valevich@meppers.com

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ძირითადი პასუხისმგებლობები „დასაქმებულისა“ არის პროექტის დროული
    დასრულება შეთანხმებულ ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯით და იმ რესურსით,
    რომ არ მოხდეს ხარისხის და უსაფრთხოების ხარჯზე რაიმე კომპრომისის
    გაკეთება.
  • დაესწროს რეგულარულ კრებებს (სამუშაოს პროგრესზე, კოორდინირებაზე,
    დიზაინზე და ა.შ.) „დასაქმებულის“ კონტრაქტორთან და
    კონსულტანტთან, რათა განიხილონ ძირითადი საკითები პროექტზე და
    მიიღონ ეფექტური მაკორექტირებელი ზომები;
  • პროექტის ბიუჯეტის და განრიგის მონიტორინგი და შესრულების
    ზედამხედველობა დროის, ხარისხის და ბიუჯეტის აღსრულებადობის
    კუთხით;
    დიზაინის გუნდის კოორდინირება დიზაინთან დაკავშირებით;
    პერიოდული ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის ბიუჯეტზე, მის
    ცვლილებებზე და ცვლილებების პრეტენზიებზე, განრიგზე, დავებზე,
    მომავალ ღონისძიებებზე და უსაფრთხოების წესებზე;
  • ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება სამუშაოს პროგრესზე (ე.წ. „ფორმა 2
    შუალედური და საბოლოო შესრულების აქტი);
  • უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი შესრულებული სამუშაო თანხვედრაშია
    ხელშეკრულბასა და მის ტექნიკურ თუ რაოდენობრივ (BOQ)
    დანართებთან;
  • უზრუნველყოფა, რომ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მოთხოვნები
    დაცულია და შეესაბამება შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს;
  • უზრუნველყოს მენეჯრული და ტექნიკური დახმარება პროექტში ჩართული
    ნებისმიერი პირისთვის;
  • ნახაზების, სპეციფიკაციების და სამუშაოს სტეიტმენტების ანალიზი, რათა
    მომზადდეს ღონისძიებების სქემა პროექტის რესურსის გამოყენების და
    განრიგთან შესაბამისობის კუთხით;
  • პროგრამის დაპროექტებაზე, მათ შორის ინტერფეისსა და რისკების ანალიზზე
    შესაბამისი ანალიზი;
  • პროგრამის განხორციელება და პროექტის კონტროლი KPI-ების მიხედვით;
  • პროგრამის პოლიტიკის და პროცედურების განხორციელება სათანადოდ;
  • განახორციელოს მოქმედებები და გამოსწორების ღონისძიებები, რათა პროექტი
    დროულად განხორციელდეს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი ინჟინერიაში;
  • 5 წელზე მეტი გამოცდილება წარმატებულ პროექტ მენეჯმენტში (მათ შორის
    MEP);
  • ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ძლიერი პერსონალური უნარები AutoCad; MS Office-ში (Excel, Word, Power
    Point) მუშაობაში;
  • გამოცდილება მსხვილ და მრავალფეროვან ერთდროულ გამოწვევებზე
    დაძლევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცოდნა შესაბამის
    დისციპლინებში;
  • პროექტის მენეჯმენტის პროგრამის (software) სათანადო ცოდნა.
  • პროექტების ჩამოყალიბება და მონიტორინგი.